გედის ოპერა


ტბის თეთრი გედი, შავი გონდოლით,
გადავაცურე ავსტრალიაში.
დუმს ნიჩბის ენა ნავში,გოდოლით.
იისფერ ბოლს შობს ასტრა ვილაში.
სიდნეის ხიდზე ვერდის ოპერა,
მასევდიანებს ადელ-აიდას.
ცას გედების ტბა პერით მოფერავს
და დაადუმებს ადელაიდას
გედის ფრთამ ხელი აახმაურა,
მკლავდა დამფრთხალი ტაში იხვების.
ხეებს ახევებს მახა აურა,
გაგედისგულდა ტბაში კითხვები.
მითი სიზმარმა მიილირიკა,
მკლავს სიყვარულით ელდა და ლედა.
თვალმა ცხრათვალა ღილი მიიკრა,
მზე ვარსკვლავების გედმა ალედა.
ყვავის ყრანტალთან არმაგედონობს,
ჩემი სიმღერა სასასაგედო.
არ ამატირო, არმაგედო სნობ,
ჩემი სიკვდილი ასადაგე-sos!
ჟამს აბაჟურებს - ჟინი ნირკაჟის,
ჩემს ტანს აფერფლებთ და ვსვავ ნიჟარით.
მოგელანდებათ ინის რიჟრაჟი,
როს გედების გუნდს დავსვავ ტირაჟით.
ცას შეახიეს კაბა კადრებმა,
შავ და თეთრ ღრუბლის მის არტ გედია.
თეთრი ჩოხები კაბაკარდებმა,
ურომისპაპოდ მიტრაგედია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი