ვოგი


ჰერა ,ათენა და აფროდიტე,
მათი ჟიური კი პარისია.
მე სიყვარული მააფროიდებს,
რომ მარადმწვანე კიპარისია.
სპარტას მოპარა ტროამ ელენე,
ომი გაჩაღდა ქალის გულისთვის.
გზას მინათებდე დროა სელენე,
გვირგვინი მიმაქვს დანიშნულისთვის.
ჩემზე არა თქვა - ხარ ცუდი ლომო,
ჩემზე შეიცვლის იერს ვარდენი.
არც ულექსო ვარ,არც უდიპლომო,
ვარ პოეზიის პიერ კარდენი .
გჩუქნი თინათინ ავთანდილიდან-
ვარდის სამოსელს- ია დანათის.
არაკს გიკითხავ თავთან დილიდან,
მწუხრჟამს ჩაგესმა იავნანათი.
გული განაზდა ექიმო დელი,
მშურდა მე ადრე ცქვიტინიძესი.
პერსპექტივა გაქვს ცელქი მოდელის,
მე პერსპექტივა ცქვიტი სიძესი.
ვარდად ამჟღავნებს ფოტოს ეს ია,
პოდიუმამდე ასი მეტრია.
გულმა ჩაშალა ფოტოსესია,
რომ შიგნით ძგერის ასიმეტრია.
კრძალავს ბიკინებს ხანი ვერ აჩენს,
ცრემლით დატბორვა უპეს მოელის.
შენზე იტყოდა ჯანი ვერსაჩე,
რომ ხარ მსოფლიოს სუპერ მოდელი.
მთვარე თავის არ მოიშლის სიფათს,
ახლა სიწმინდის შრეა ტიული.
მზემაც პარიზში მოიშილიფა,
ლექსშენ შოუა კრეატიული.
შენს მოსაყვანად ნავი ჩარტერობს,
და ზურგში ტრფობის ქარი მატულობს.
იქნებ გულებიც გავიბარტეროთ,
პოეტი მუზით ვქარიზმატულობ.
შემომეხვიე მოდი ლიანად,
დავწერ სიგიჟეს პატა სტროფულად.
მექცა სიფხიზლე მოდილიანად,
თავს ვგრძნობ უშენოდ კატასტროფულად.
შენი შემყურე ზოგი გიჟდება,
ზოგი უბერავს, ზოგი გარეკავს.
მილიარდ გულში მოგიზგიზდება-
ცეცხლი დანთული ვოგის გარეკანს.
პირზე მოვიდგი კოკოშა ნელად,
ვერლიბრს მივიჩნევ ღალატიონად.
ვიქეც რითმების კოკო შანელად
და მკვდრეთით აღმდგარ გალაკტიონად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი