წერის საათია
ახლა როგორც წესი წერის საათია, მთვარის ცალ ფაზაზე დენი ას ათია. ვეძებ ვერ ვპოულობ ლადო ასათიანს. ერთ ღერ სიგარეტით ველი ასანთიანს ღამე უკანასკნელ მთვარის სადგურია, ახლა ღმერთმა იცის არის სად გურია. თვალში შემეფეთა თეთრი ათინათი, ვთრთოდი ავთანდილი ერთი თინათინით. უკან დამიბრუნე ნიმფა კარნა ვალი, გრანტებს უკაპიტნებს ზღვაში გემი გრანტის, ვკდები მაზეიმე იმფრად კარნავალი, მიწის ლტოლვილი ვარ და ცის ემიგრანტი. დიდმა ტკივილებმა მისკენ შემიძლია, ღმერთო მადლობა, რომ წერა შემიძლია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი