ორიგამი


შევქმენ გულისფორმის ორიგამი,
ნინძა ჩამისაფრდა სახურავზე.
დამრჩა სულ სიცოცხლე ორი გრამი,
ლექსი ამოვკაწრე საკურაზე.
უკვე აისშია ჰონსიუ და
დისკო აფრიალდა ჰელიოსის.
ლექსით თუ მოვიდა გონს იუდა,
ტიტულს მომანიჭებს გენიოსის.
იცით კამიკაძე მგოსანია-
მთვარეს შეეტაკა ღამურა ის.
ახლა ეს პოემა- ბონსაია.
კლავდა ჰარაკირი სამურაის.
ბანი პოეტისა ხმიანი და.
თრობა გადავწყვიტე მაგარ საკით.
პურზე გამეპარა ხმიადიდან..
გული დაბომბილი ნაგასაკი.
რადგან ვერ ვეტევი ჰაიკუში,
ლექსებს ააფრენენ ნარიტაზე.
სიკვდილს გაუხადეს კაი კუში,
მსჯავრი ციციკორეს მარიტაზე.
ჩვენს წინ ვულკანური კრატერია,
ხელს თუ არ შეუწყობს თუ ძია მას-
მოსპობს სიყვარულის არტერიას,
ლავა თუ გაუსკდა ფუძიამას.
რითმა იმზირება ეფექტურად
და კლავს ტანჯვა-წერა რომ ვინც ესა.
გვყოფენ ორმოცდაშვიდ პრეფექტურად-
ახლა კრონპრინცსა და კრონპრინცესას.
სხეულს ვიჯანსაღებ იოგათი.
ცაზე კიაფობენ გეიშები.
ვნების ტრადიცია იობაით,
უკვე მის ოთახშიც შევიშვები.
არ მსურს ბატონობა-ვიმონო მზე,
მზეზე შავი ბედის, კმარა ბისტი.
უარს როგორ ვიტყვი კიმონოზე,
წერით შვიდი ქამრის კარატისტი.
ნუ მკლავთ მინორული ორი გამით,
ჰყვავის სიყვარული საკურაზე.
ვცოცხლობ გულისფორმის ორიგამით,
ნინძა ჩამისაფრდა სახურავზე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი