ვერ მოგცემ ნებას
როცა დამთავრდი, მაშინ დამეწყე... თითქოს მძულდი და უფრო მიყვარხარ. გული ათასი ნემსით დამეწყრე და მაინც ღმერთთან გულით მიმყავხარ. მებრძვი მეტივეს ურჩად ესკადრა, ტივს პირატივით ზღვა შეეყარა. და ის სიგიჟე, რომ არ გეკადრა, მოგცემდი ნებას სხვა შეგეყვარა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი