0 12

ფორტეპიანო


ფორტე პრინცესა, პრინცი პიანო.
ფოტო, ფორტუნა, ფორტე-პიანო.
პოეტო პრინცზე პრინციპიანო,
გულზე დაგისვი ორტერფიანო.
მომინდა ფრთების გაშლა პიანოს,
მოდი დაუკარ ორტემპიანო,
გულვარდიანო და შლაპიანო,
თეთრი თითებით ფორტე+პიანოს.
ციხეს იღებენ გალავანიდან,
ხან შიგნით ტყდები ფორტებიანო.
მაძლევს გასაღებს გალა ვანიდან,
რომ შეგვაერთოს ფორტეპიანო.
კომენტარები (0)