უკვე გვიანია!


დროა მარტოსული დადიოდე,
ჩემთან ახლოსაც არ მოგიშვებდი.
წუთი არ დამითმე ათიოდე,
რაში მჭირდებოდა ბოდიშები.
მკერდზე მივიხუტე ბოთლები და
სიტყვებს ვექაჩები საუბრისკენ.
შველას ელოდები ფოთლებიდან
ჩემს თავს უშენობა გაურისკე.
წადი კარნავალზე მასხარადო,
თავი გაგაძულე აუ რით მე?!
დიდი შეცდომა გაქვს აშკარადო...
ჩემს ლექსს უშენობა გაურითმე.
წარსულს ერთ ხავსზეც არ ვეჭიდები...
ვარდო ეკლები გაქვს გასახუჭი,
ახლა ფეხით ნუღარ მეკიდები-
თვალი აღარ დამრჩა დასახუჭი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი