ხურო


ხის სახლს ხურავ ხერხით ხურო,
ყავარჯენებს უყრი ყავარს.
კარი უნდა შევიხურო,
ხელი გაყვა,გულის აყრას.
ნაფოტებით შევა ხურო...
იალქანი გემს ახუროს.
ლექსი უნდა შევახურო,
რომ ხვთის ხუროს გემსახუროს.
კიდობანი თუ კანოე?!
ხვალ წარღვნამდე მოვა ხურო.
წინ ღმერთია უკან ნოე,
პოეტს ფრთები მოვახუროთ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი