ფუჟერით


ამ ლექსს მივაწერ საკურას ხელით..
ჩემს თვალს ისარი უპით ელესვის,
სადაც ცრემლია უკანასკნელი
და სიყვარული უპირველესი.
ევფრატს და ტიგროსს ნუ ამძინარებ,
ნაწყენი არის შენგან კერტები.
სულ ვიცხოვრებდი შუამდინარეთს
და მოვკდებოდი შენ გაკერპებით.
ცა თითქოს გულის ფორმის ბუჯერი,
ჩეკავს ვარსკვლავებს სიტყვა რულისას.
მსურს შენი მკერდის ზომის ფუჟერით,
ვსვა სადღეგრძელო სიყვარულისა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი