წმინდა ნინოს
ბნელი გარდასახე ნათელად, სნეულს განუკურნე იარა. შენს გზას ვერაფერი გათელავს, მცხეთას რომ დაადგი ტიარა. გაცი, გაიმი და ზადენი- იმსხვრა არმაზივით მიწამდე. შენი სიყვარულის სადენი, მერე ქართველებმა ვიწამეთ. ნათელს დაანახებ მირიანს, ცაზე ლაჟვარდებით მოცულო. როცა ვაზის ჯვრები ტირიან, ცრემლით ქართველებზე ლოცულობ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი