გიტარიანი გოგო


ზურგზე გიტარა გადაგიკიდავს,
თმები სიმებად გადაგიჭიმავს.
ცის სილამაზეს გადგამდი კიდარს,
ლაჟვარდი ღვრიდა ბადაგის წვიმას.
ფერს ვიცვლი ლურჯად ქვაკაპოეტი,
ცის სიყვარულმა ამასაუბრა.
შენს გულში ვეძებ საკანს პოეტი,
ტრფობის ღრუბელი ნამავს აურას.
მუზებს აიწყვეტს მორჩილი სიმი,
ხმას ამოიღებს მკერდში ბლუ თუ ზის.
სიცოცხლით სავსე ნორჩი ღიმილი-
დაგაქვს- ვიქაჩავ ლექსში ბლუთუზით.
ცის სილამაზეს გადგამდი კიდარს,
ლაჟვარდი ღვრიდა ბადაგის წვიმას.
ზურგზე გიტარა გადაგიკიდავს,
თმები სიმებად გადაგიჭიმავს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი