დენდი
სერ!ნისლიან ალბიონზე დედოფალთან მოდის დენდი, შარფს და ბერეტს რა თქმა უნდა პოეტივით მოვიხდენდი. როგორც,კაცებს მე მის გამო,მქონდა ჩხუბი,დავაც დენდის, დიდი ლედის დომინიონს დიდ სიყვარულს დავაცდენდი. რომ იცოდეთ დედოფლისგან სხვაგან არსად წავა დენდი, ცუდ მეფეებს ცხვირ-პირიდან ნიაგარას წავადენდი. ეს პოეტი ლორდია და რა კოპწია ა,უხ! დენდი, დედოფალო პოეტიშვილს ოცნებებს თუ აუხდენდი?! ავანგარდში დამინახეს და გამხდარა ავად ენდი... ჰიპოკრენეს წყაროსაგან მე ცხრა მუზას ავადენდი. პარნასიდან მთაწმინდისკენ თეთრ პეგასით მოვალ დენდი, სასწაულიც დავარწმუნე, რომ სასწაულს მოვახდენდი. ინტერპოლი და სეტერი დამინიშნეს დაცვად დენდის, ბერეტით და ლურჯ ბერეტით ბეჭედს როგორ დავაცდენდი. "Veni,vidi,vici"-ს მთქმელის შვილი მახსოვს დივი დენდით. "ვჩქარობ ნელად"რუბიკონი გადავლახე დივიდენდით. ბარონესამ მომიდუღა, დღეს ლიპტონის ჩაი დენდის, ჩაის შემდეგ ვისკი ვწრუპეთ და ცოდვასაც ჩავიდენდით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი