პოეტი მთვარე
ფეხისწვერებზე მთვარე შემდგარა და პოეტივით დაიარება. ზეცას ზმანება არემედგარა, აბედმა კვესთან არ იაბედა. ხელში ლურჯ კალმის აკანკალება, სისხლს არ მითეთრებს, არა, ჭაჭა მვნებს. გულს ოთხი მხრიდან საკანრკალება, რომ შიგნით სხვა ქალს არ აჭაჭანებ. მთვარე მოისხა სიყვარულის ხემ, ოთხი სეზონი ამიყვა ვივალდ. ანგელოსს ხელში ვიყვან უხილველს, რადგანაც ლექსში ამიყვავილდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი