რადიოლა
ძნელმა საქმემ ჩემს ხელებში რად იოლა?! ყურში ნოტებს მაწვეთებდა რადიოლა. მომართული "მუზა"არ მაქვს ამუზია, ცისფერი ცა საცურაო აუზია. გესიზმრება ნეტავ, ზიტა გიტა რაზე, ლექსებს ვაწყობ ბაღა-შვილის გიტარაზე. გეძირება წყალქვეშ ვერნის გემი ნემო, ტალღა რეპავს, თუფაქო და ემინემო. შენ პოეტის მთვარევ წარბი, რომ იკონე... მორიგეა მორგში "Mori " მორიკონე. დასტაქარო მითხარ გულის "Data" ქრის რით, გადავიტან ზამთარს ქარითა და ქრის რით?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი