თებერვალები


თქვენ არასოდეს შეგებრალებით,
თარს კომუნისტურ წითელ არმიებს.
ზამთარს გახსნოდა თებერვალები,
იმ წელს ,რომ სჭირდა წითელა იებს.
და თეთრი დათვი მტრად-ბახ-მელაში,
გადაცმულიყო კრეტინ სერგოთი.
ერთ კაცზე ათი ტაბახმელაში,
ლაჩრებს არ გქონდათ მეტი სერ გოთი!
კოჯორი ვარდთა არომატს გაშლის,
ასკილს არაფრით მიუკერები.
და ეროვნულ გმირს მარო მაყაშვილს,
ვიჟანადარკებ იუნკერების.
გულზე ელვების შებერვა წლობით,
მსგავსი არ გვყავდა სატანისებრი.
რომ შვიდ ჯერ ათი თებერვალობით,
ძლივს მკვდრეთით აღსდგა ნატანჯი ერი.
გვაქვს ისტორია დღეს აქოჩრილი,
ცოცხლებზე მეტად მებევრძალებით.
მე ვარ პოეტი ლექსდაჩოქვილი,
წინაშე ღვთის და თებერვალების.
/პოეტ პოეტიშვილი/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი