კუჩხა


შენთან ყოფნას მიპასუხე პოეტს რატომ მიფერხებო?
ლექსით ხელს გთხოვ, ანგელოსო, როცა გულზე მიფერხებო.
ძველი წლისთვის გაიმეტა გაზაფხულის იამ კუჩხა.
ძაღლის ბედმა მამლის ბედი წელს ცალ ფეხზე მიაკუჩხა.
წყვილმა წელმა დაგვაწყვილოს, საკვესო და სააბედო,
როგორ მინდა სიყვარული პოეტიშვილს დააბედო.
ახალი დღით, ახალი წლით და ახალი თვით მეკვლეობ,
მოდი გულზე მიფერხე და მომიკალი თვითმკლელობა.

/პოეტ პოეტიშვილი/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი