სვეტიცხოველი


უნდა გიწამო კერპად კარისა,
ხარ სისპეტაკის მეტი მთოველი,
ტანი მთოლვარე კელაპტარისა
და ცის თვალები სვეტიცხოველის.
გიცავს ათასი ხელისმთხოველი
და შემართული კეტი ფხოველის.
ვაჟა ბატონო მხევლით ხო ელის,
ჩემს დიდ სიყვარულს სვეტიცხოველი.
შლეგ ქარიშხლებით მინდა მიწასთან,
რომ გაასწოროს ცამ სვე მტრის ხოვლის.
შერვაშიძის ქალს ვწინდავ რიწასთან,
ბედიის მცველი და სვეტიცხოვლის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი