ვაჟა-ფშაველას
გამოდენიხარ არაგვს ფშა ველად, მარჯვენს არ მოჭრის მუცალს ალუდა. მთას და ბარს მოსავ ლაჟვარდფშაველა, რომ ცუდს კარგმა არ უარაცუდა. ეშმა ვერ მაცდენს თუნდაც გოგო თუ.... შევაჰანგტკბილოთ ქნარი და ფშინა. შემოაბრუნო უნდა გოგოთურ, კაენის გზაზე მდგარი აფშინა. არ იყავ არვის დამჩაგრა(ა)ლი, თარგმნე ყორანი ედგარ პოისი. მე სანახავი დამრჩა ჩარგალი, სოფელი ლექსის მეგაპოლისი. ტიტანის ცრემლი ასა,ჯოყოლა- მასპინძელიხარ ზვიადაურის. საფეხვნო-კარის- სააჯო ყოლა, შავ მთას არ უნდა ზიდვა საურის. ლექსს განუცდია დეკადანსიო, გავჩნდი ნათლული კათაკმეველის. მელამუნება დეკადან სიო, ყველაზე დიდი მკათათვეელის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი