აკვნიანობა


გულმავიწყია ბაზა ლეთისა!
ანგელოზების ნადი აკვანმა-
ოქროს ბავშვები ბაზალეთისა,
მღვდელმა მონათლოს ან დიაკვანმა.
ღმერთმა გირწიოთ გალას აკვანი,
ნიჭი გქონოდეთ ნაოჭიანი.
მირონით უნდა ცას გალაკვანი,
აკვნის ,ხოჭიჭის ხან ოჭივარის.
მამულის მადლი მარად დიდია,
მინდა იმედის ზარი ბედიდან.
დიდი აკვანი მარადიდია,
მგლები "კიდევაც დაიზრდებიან"
ვიძლევ ბავშვობას ხელით ,ხან კავით,
ნაფერები აქვს ნიავს აკვნები.
მეც, გავიზარდე თხელი აკვანით,
ხან ხელში რწევით, იავნანებით.
ნამგალა მთვარის საგოგავები,
დედამიწაზე დაირწევიან.
დედა გულხელით საგოგმანები,
შვილები,რომ არ ავიწყდებიან.
ჩამოიტანა ნუკვა მან-ონის,
წაჩხურას რჩება აკვნის ნაკვალნი .
შინ ბრუნდებიან უაკვანონი,
არტახზე ჯვარის-ნასკვი თაყვანი.
ვაზის ფოთოლი ასკვნის აკვნიდან,
რომ ფეხს ვერ იდგამს ნაკლიანობა
ყანწით ალავერდს მაწვდი ვანიდან,
რომ ვადღეგრძელო აკვნიანობა.
/პოეტ პოეტიშვილი/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი