დირიჟორი


ვარ ცის წინაშე ,თხელი საბურით.
წვიმაში დგომა, ჟირი როდია.
ცისარტყლის ყანწით,ხელით საუბრით,
თამადა სუფრის დირიჟორია.
ჩემი ტიტული ვენეციაში,
ლურჯი გონდოლის მწირი დოჟია.
ვარდის ისრებით -შენ ეცვი ია,
ამური გულის დირიჟორია.
ნისლი ღრუბელის საფუარესი,
ლექსში ნართავი რითმის "დროჟია"
ჯადოსნურ კალმით ფაფუ არესი,
პოეტი ფურცლის დირიჟორია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი