ვარიაცია
გივლიდი ბავშვივით მიზეზიანს, და ენას იდგამდა ჩუმი ეზო. სიცოცხლეს სიკვდილით მიძებნიან, დამშორდი წლებივით უმიზეზოდ. მიწვენენ მარცხნიდან ტარანტულებს, ქალებზე შენს მერე ალერგია. ღამეებს დღეებზე ტალანტურებს, ვაძინებ მაქსიმუმ თვალებღია. ცხოვრება არაა იოლი ნო, ხან ლირობს და ხანაც ჰამლეტია. ატირდა ცისფერი ვიოლინო, რომ ტბაში გედების ბალეტია. სიკდილი ყელამდე ამოსული, მეხვევა მარყუჟად ანაკონდა. ჩემს ბედს კი პირი აქვს ამოკრული, ძაღლის მკვლელს ძაღლიც არ გადაგქონდა. უდაფნოდ კვდებიან გრანელები, ვუკარგავთ საფლავებს ტიციანებს. დუღილის ვერაფრით განელებით, ლექსებს ვწერ კვლავ მწვავე სიცხიანებს. უმზეოდ მთვარეზე ვიმცივანებ, მელევა სიცოცხლის დრონი კულით. ექიმთან არაფერს ვიმჩივანებ, არადა სენი მაქვს ქრონიკული. ვაგდივარ პირაღმა მოწყენილი, ჩემს თავსაც ვიმეტებ მოსაკლავად. მარჯვნივ მყავს ბახუსი მოწვენილი, ვლოთდები ღამესთან დროსაკლავად. ზღვიდანაც თავს მხვდება მისი სიპი, პირზე ვერც შაქარმა იაგარა. ვენიდან მეხსსნება მისისიპი თვალთაგან ეშვება ნიაგარა. /პოეტ პოეტიშვილი/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი