ბათუმი
ბათუმის მთვარე ჩადრში გაეხვა, ორთქლმა დაფარა ჩაის,ჩილიმის. ღრუბლებმა იწყეს კადრში გახევა, არ მოწონს წვიმა ჩაქვის ილდიმირს. ბულვარი ძაღლთა სა-ტაქსა-ვები, პირს მობანს ტაქსას ტალღის ზმორები. სასტუმროებთან დგანან ტაქსები და ჭორაობენ ტაქსის მძღოლები. ქალაქს ედება ეზნის ძახილი, ხმა აიმაღლე შენ რა ტონებით ?! თეთრი ღრუბელი ზენის მარხილი, ფიფქიებს ვბილწავთ შერატონებით. ბათუმში ვნახე მე აფროდიტე, სტრიპტიზის ჯოხზე აცეკვებული.(სინათლის ბოძზე) ბიკინს მოიხდენს მეაფროიდე... ალი-აღითა აცე! -კვებული! ბათუმს დაღუპავს ბარაქა თურქის, უყრის მინარის ერო სატევარს. რაც აშენდება არაქართული, დავწვავ ჭკვიანი ჰეროსტრატევარ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი