ოთახი
გალა, რუსთველი, დანტე, შექსპირი. ოთხივე მხარეს საწერ მაგიდის. ტენმა გაუხნსა ეტნად ლექსს პირი, მომცა ფუნქცია , აწ ერმა გიდის. გობელენზე ძოვს, ნუკრის სტატუა, აქ, ხელოვნებამ იმასკარადა. მწვანე კედელზე რუკის ტატუა, ნახევრად ფარავს, იმას კარადა. წიგნები დგანან ალმაცერულად... ნერვებს ნუ მიღრღნი ძმობილო თახვის. გრძნობის სათოფემ ამაცრემლულა, ფეთქვას საგულე ბომბი ოთახის. შეუკურთხავენ წვიმებს ჯინები, ქარიშხლის წყევლაც, არ მომშორდები. ხან ხის კარებზე მივებჯინები, ხან ცივ კაფელზე წამოვგორდები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი