მაჯამების მაჯამა


ლექსმა ქალბატონს ამონა რიდი
და პოეზიის ამონარიდი.
კამა კამარის ია გუნდები,
დღის დაისია იაგუნდები.
ბუს და ხარს მურავს ალი ბუხარის,
მივირთმევ კომფოტს ალიბუხარის.
მესმის მუსიკა ნიუ ტონისა,
ვაშლი მიზიდავს ნიუტონისა.
ან ნავით მოდი, ან დამა ტივით,
გიზიდავ მეფე ანდამატივით.
ალახს შევწირე დრომედარები,
უკვდავებაში დრო მედარები?!
არ დააშავო კალი გულები,
ცხენებზე სხედან კალიგულები.
წვავდა ქალბატონს ადრე სატები,
ბატონ სიკვდილის ადრესატები.
დიახ აფხაზი , yes-ოსია
და საქართველო იესოსია.
ბანზე ბათურა , ბათუ -მურია,
ეს , ერთგულება ბათუმურია.
აი აია, აია ზმები.
ცრემლები გულის აიაზმები.
სებსისით სულს,რომ აქ ილევ სები,
მკლავს მედიცინის აქილევსები.
გეზვარაკებით ან გელოსებით,
ვკდები ეშმაკი ანგელოსებით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი