ბათუმის მთვარე


პოეტი იშვა მთვარის აკვანში,
"ასომთავრულ ცის" არე, ნამგალა.
ღმერთი ორ ხელში აიყვანს ვანში,
ღვთისშვილად იცნო არენამ გალა.
რას უგუშაგოს ლიბრით სელენამ,
ხის სასთუმლები მათ უბელიათ.
ალბათ არ იცით თბილისელებმა,
"მთაწმინდის მთვარე" ბათუმელია.
ცას იზიდავენ, მარა ნიუტონ,
შემცდარ და ცოდვილ მოკბეჩილ ვაშლის.
დრო გააჩერეთ, არ „ამინუტონ“,
ორ ჭკვიანს ერთი ომბეჩი აშვლის.
ხეები მთვარით მათ უბელიათ,
ცივ მთვარის ნალი სულზე დაღს მოგავს
"მთაწმინდის მთვარე" ბათუმელია,
ნამ-გალა მთვარე ცდილობს აღდგომას.
/პოეტ პოეტიშვილი/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი