უფრო და უფრო


ზურგს მაქცევს ისევ ბედი წუნმდები,
ხან ანგელოსი ფრთიანი, უფრთო
და რაც დრო გადის, ლექსში ვრწმუნდები,
ვფლობ და ვიფლობი უფრო და უფრო.
ჩამომრჩა ლანდი მეტრით და ტემპით
და ლუციდური მიზნის ზმანება
დასაძინებლად მიიზლაზნება,
რომ მე ვიხილო მეტი და მეტი.
მე ტატოსავით გამაშვილებენ,
არვინ დამინდობს ობოლთა ობოლს.
თავს მომჭრიან და გამაშიშვლებენ,
მეფე ხომ არ ვარ ბოლოს და ბოლოს.
როცა მომკლავენ მერე მოხდება,
მათში ქიშპი და არევ-დარევა.
ცოცხალს მაჯობენ, მკვდარი ოხრდება?
მკვდარს ვერ მაჯობენ ვერა და ვერა.
/პოეტ პოეტიშვილი/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი