ვინიცა (ბებიას)


მტრედმა ბუმბული რომ დაიცვინა,
ჩამოუვარდა მზის გვირგვინი ცას.
ეშმას ეშვებმა ომად იცინა,
ცოცხლად დამარხეს ირგვლივ ვინიცა.
რამდენი ტანჯვა ნახე,  ვინ იცის?!
ტანჯვა, რომელიც ვერ გავიცანი.
ნოსტალგიური სახე ვინიცის,
პატარა ქალაქს, ნეტავ, ვინ იცავს?
სახლში არ იყავ შეშინებული,
გათბობდა მაინც  არას შინელი.
მშვიდობა ომით შეშინებული,
ტყვეობა იყო რა საშინელი.
ომმა ქერჩი და ოდესაც ბომბა,
მკვლელი უკრავდა უკრაინაში.
მიწა გაწითლდა, როდესაც ომმა,
მშვიდობას თავი უკრა ინაში.
/პოეტ პოეტიშვილი/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი