მარტოობობა


მარტოობაში მთლად დავმარტოვდი,
მქსელავს ლექსების მარტო ობობა.
ერთად ყოფნაში ღალატს ვატყობდი
და მოვისაჯე მარტოობობა.

კარგია, როცა არ ვართ მარტონი,
პოეტის მთვარე რაცხა პრიალებს.
მკლავს მიმოზები სარვამარტონი,
ტიტებს დაცხრილვა აცხრააპრილებს.

შემომიტყუე საქარველო შინ
შუშის ტუჩებით საქარვე მლოშნის
ცოტას ვუყვარვარ საქართველოში
და ბევრი მიყვარს საქართველოში.

/პოეტ პოეტიშვილი/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი