კატ’ სტროფი (აპოსტროფი)
მბრუნავი ქარი ბუნებას ბუბნის, მოჩალულ ჩალებს ქუჩებს აქუჩებს. და ალვის ფეხებს ცდუნებას უბნის, ყვითელფოთლოვან "ჩულქებს" აჩუქებს. ზარს კი სამრეკლო აარაკრაკებს, ქარით ქვეყანა გადაიგავა. გიყვება მთვარის არკა არაკებს, ეზოს ეზოპე დადგამს იგავად. მთვარეა ჩემი წმინდა ნათლია, რომ რითმის გამამ გამაპო სტროფით. ვისაც კი ხელი მიწვდა ათლიან... ვწერ კატო-სტროფებს ამ აპოსტროფით. /პოეტ პოეტიშვილი/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი