ლაით-ურით
საიდუმლოს დღეს გაგიმხელთ, მეკიდება ალი თუ რით, მთვარის ხელით მზეს აგიხელთ, ცამდე ვივლი "ლაით" ურით. დამათენდა, შემომესმა მამლის ლაი-ლაი თურით. მუზას ფრთები შემოესხა, დაფრინავდა ლაითურით. ცისარტყელამ საშამფურედ, მოიღრუბლა ათი ლურთი გზა უჩვენა საშამ ფურებს, ლათაიურ ლაითურით. ზევით-ქვევით სიარულით, დამეკარგა საით რული. სადად ვივლი დაისრულით, რომ ვარ შვილი ლაითურის. /პოეტ პოეტიშვილი/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი