არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას
დიდ დათვის ხელი- მტერი ტორია, ოკუპანტ ტანზე ტატუ ტანშლილი. ტერორს არ გეყოთ ტერიტორია, რომ მოგვიკალით ტატუნაშვილი. არ დააყოვნებს ბაიყუშებმა, ყურის და ფეხის ო, კუ პანტური. ვინც პოლიტიკით არ იყურშება, ტკივა ტკიპები ოკუპანტური. ყაყაჩოს ყანა, ქვაპირქვე ნაყა. და მტრედებს ყვავებს გადმოგვასევენ. ყარს მოყაყანე "ვაი ქვეყანა," ერთი თვის შიგნით გადმოგასვენეთ. რაც თავი მახსოვს მის გვერდით ჰყავდა, ჩვენებურები ლაჩარს აჩრილი. ჩვენი სიცოცხლე დღეს სიკვდილს ჰგავდა, მეფე მკვდარია, არ ჩანს არჩილი. დიდ დათვის ხელი- მტერი ტორია, ოკუპანტ ტანზე ტატუ ტანშლილი. ტერორს არ გეყოთ ტერიტორია, რომ მოგვიკალით ტატუნაშვილი. /პოეტ პოეტიშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი