მუზის დაბადება
ხატვა ,მუსიკა ,გოია, ლისტი. დავხატე მთვარის მე, როიალი. მეფე პოეტის როიალისტი- მე ვარ -მომავლის მემორიალი. კალამი მირონს მას უზეთია, პოეტს მიდგანან მხარში ქალები. ცხრა ცის ცხრათვალა სამუზეთია, მამსხრევს მარაოს ქარიშხალები. მიმაჭანკალებს ლუკას კრანახი, დავწინდავ ლექსით ფაგოტი ჩელოს. არაკრაკებით კულას კარნახი, ხატავს ქმნილებას საბოტიჩელოს. /პოეტ პოეტიშვილი/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი