0 43

აგუნა


ღვინის სახლისკენ მიმითითებს აბრა->აგუნა.
ძველ მარნის კარი მთვრალ ხელებმა ააბრაგუნა.
ჩხიკვთა ქორწილში გადათვრება ერთი თაგუნა,
ნიკალას დუქანს არ ვარჩიე თეთრი ლაგუნა.
დამისხი,  მუზის მერიქიფევ,  აგუ...აგუნა,
ვანის თამადამ პოეზია ააგუგუნა.
ვაზიანიდან მიმიწვიეს ვაზისუბანში,
ხარივით მსმელი რქაწითელის ზვავი ბუნაგში-
-ჩამიყოლიებს  სადღეგრძელო ლაბით მინთია-
-ყანწი ცისფერი დახვეული ლაბირინთია.
გულის გუნება  ღვინის ღმერთით გააგუნება.
ღვინომ მარგუნა პოეზიის გააგუნება.
ჩვენებურებო, აჩონგურეთ ჩვენი ჩაგუნა...
ნააგუნევზე დამეწერა ლექსი  „აგუნა.“

/პოეტ პოეტიშვილი/
კომენტარები (0)