ბოლო თოვლი (თეთრი უდაბნო)


მყინავს და მათბობს თეთრი უდაბნო
ცხრაქიმა ფიფქის აისგერბითა.
ტირის პოეტი ერთი უნაბდო,
თვალში მცურავი აისბერგითა.
არ მიშვებ სახლის კარამდის ვოლით,
სხეულს მწვავს თოვა, ნავთობნარევი.
ჩვენს შორის რჩება მარადი თოვლი,
ანგელოსების ნათოვლარები.
ღამე უყვავებს ობოლ თოლიას,
დღეს  ჩანს ადამის ბინა არ-ევით.
პირველი არა -ბოლო თოვლია,
ჩემთვის მოსული იანვარებით.
ვერცხლის ტალანტი, თებე რვალები...
რქაწითელს გეტრფი საბი ზანტიო.
აქ  ვეღარ მოვლენ თებერვალები,
მესამე რომი-საბიზანტიო.
კვდება იანვრის კართან გენია,
თეთრ ლექსზე რითმა მაქვს არილისა.
პოეტი უფრო კართაგენია,
მაყრით თეთრ ოქროს ქვამარილისა.
მინდა პირველმა პირმა ისიდა,
თეთრ უდაბნოთი საჰარა კირო
ცხელი ლოლუა პირამიდისა,
თეთრი უდაბნოს საჰარაკირო.
ღამე უყვავებს ობოლ თოლიას,
დღეს სჩანს ადამის ბინა არ-ევით.
პირველი არა -ბოლო თოვლია,
ჩემთვის მოსული იანვარებით.
/პოეტ პოეტიშვილი/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი