სევდის ოდისეა
დიდ სიბრძნეს ვიტყვი მოკლედ ათენა. ვიწვევ ცრემლის ჯარს კონტიგენტებით. შორს გამიტაცა ოკეანეთმა, ვაპენელოპე კონტინენტები. იყო ღალატი ,ფიცარზე გასვლაც. ციხედ მიქცევდა ტრიუმს პირატი. შტორმი,ნოსტოსი,ისარზე ასვლა, უბედურების ტრიუმვირატი. ძმა არ ინდობდა აბელს მურდალი. გეზი თბილისის კანარი,ბარი. ო! სულის გემი ნაბერმუდალი, გულის გემბანი ნაკარიბარი. ხან მელანდება კადრი ატიკის, ხან მოჩვენება მზა მირაჟული, ხან დედოფალი ადრიატიკის, ხან სიყვარული ჟამ მირაზული. /პოეტ პოეტიშვილი/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი