მე და გალა
ღვინო წარსულს ფენდა მერმისს, გულს ფიალა მედგა ალად. რომ არ იყოთ შენ და მერი, ვერ დავწერდით მე და გალა. ისტორია აქ არ ვთელოთ, იქ რას ვეტყვით მედგარ ძალას. რომც მოგვიკლათ საქართველო, გავაცოცხლებთ მე და გალა. თვითონ გახდა ნოემ ბერი, ციდან მთვარე მენამგალა. რომ არ იყოს ნოემბერი, არ ვიქნებით მე და გალა. სიყვარულად ზედ მედებით, ცხრა ცა მუცლად დედამ გვმალა. რომ არ გვყავდეს მზე დედები, არ ვიქნებით მე და გალა. დღეს ჭრის გულის კარტს ისარი, ამ თამაშმა ვერ დამღალა. რომ არ ქროდეს მარტის ქარი, ვერ ვიცოცხლებთ მე და გალა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი