ხარნავალი
ცხოვრებას ეცვლება ლაბით ნირი, თვალს უნდა ლაჟვარდი ვმინო ტაროსს. მეც, ქალით გავხსენი ლაბირინთი და რქები დავადგი მინოტავროსს. ღვთიურ ქარს ვებრძოდი მოტეროროს, ტყეები დღეს ვეღარ უღრანობენ. შავ ბუღას უცხადებს ომს ტორერო და მარსის თვალებით ბუღრაობენ. წარსული მაჩვენა ოკულარმა, ღმერთები კოლხებზე ციდან ბჭობენ. შავ ბუღას შეება მოკურალმა, და ცისფერ ტატამზე ჭიდაობენ. ზეცაზე შვიდქიმა ხარ-ნავალი. ბერწი მზე ერთ წვეთსაც არ იწველის. კორიდა სისხლის ღვრის კარნავალი, დადგება ოდესღაც ხარის წელიც. სახელებს ვურჩევდი მონახირეს, წიქარას,ნიკორას,ხარისთვალას. ჩემი ხბო cowboy-ს შნოს ახირებს, რომ "ჩარლი" სახელად ჩაითვალა. ჩემს ფეხმა,რომ იყო ხარის წელი, ახორში ახალ პირს,ხბოს ახარა. ბიჭია!!!მოზვერი!!! ხარის წელვით. დეკეულს ვამზადებ მოსახარათ. ბასკებზე ვსაუბრობ მორიდებით, ჩემი ძმა ყოფილა ესპანელი. კურულებს ითვისებთ კორიდებით, შიშის ქვეშ გაწითლდა დღეს პანელიც. ხარს უნდა ეჟვანი ამულეტად, ცისნამი წითლდება ლელოდ მოლზე. მატადორს დაშნა აქვს და მულეტა. არენა ფეხზე დგას ოლე-ოლზე. გულმკერდზე ზღარბისფერ წაბლებს ვიფენ, კისერზე მეხვევა სუროს მკლავი. ვკდები და კვლავ წითელ კაბებს ვითმენ, დავდივარ red bull-ით კუროსავით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი