ნამ-გალა მთვარე


პირჯვარს ვიწერდი ნამგალა მთვარე,
მტკვარში მნათლავდა სამთაწმინდე მზე.
მეათე მუზა მაგალამთვრალებს,
ვამჩნევ პოეტურ ზამთარს შინდებზე.
გულზე ვიკიდებ ათენს პარისი,
მკლავს იერიში დღეს, მე სარდალზე.
და ეიფელის სანთელს პარიზი,
ანთებს ჩემ ხელით ესმერალდაზე.
დელფოს სიბილა ,სანდო მისანი,
ხელისგულებზე რაც მსურს მიმისნებს?!
რომ სიყვარული სანდომიანის,
ცრემლისგულებზე ამურს მიმიზნებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი