უსტარი ბრუტუსს


აეკრო ზეცის კერიას ობი,
გზა ვერ გაიგნო ტყემ ბურუსებით.
მუცლიდან დაგყვა კეისარობის,
ჟინი და ჩუმად მებრუტუსები.
ყველა გზა ჩემთან მოდის რომიდან,,
ერთი გზა ჩემგან ადის ზეცისკენ.
ცამ შეაჩეროს ომის დრო მინდა
და მარსს მშვიდობამ გადაეცისკრე.
დარაზმე ჭორის ლეგიონები,
გექნება რეტი- თავბრუ უსტარით.
ფეხებს მოგტეხენ ეგ იონები
და შენ დარჩები ნაბრუტუსარი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი