ქუდი და კაშნე


ვუყურებ ძაღლის მეორედ ბუზვას,
ჩაიცვა მთვარე -ბუმ პერანგივით.
პოეტის ქუდი ვესროლე მუზას
და დამიბრუნა ბუმერანგივით.
ფეხს ვერ ვუმიზნებ აჩუზე უზანგს<
წყვდიადში თავი , მზემ შეაყუჟა.
პოეტის კაშნე ვაჩუქე მუზას,
ჩამომიკიდა ხეზე მარყუჟად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი