უშენობას ვთაკილობ


მოვარდნილა ღვარცოფი
ბზარებია სახლებზე.
მე, ლექსების ვარ ცოფი...
რითმებს ვყიდი დახლებზე.

ბაჭიები სკუპ-სკუპით
იპარავენ სტაფილოს,
და რითმები ტყუპ-ტყუპი
ურითმობას თაკილობს.

ლექსებს დავწერ მე ისეთს
დრომ ვერაფრით დარკილოს,
რომ მიყვარხარ მე ისევ-
უშენობას ვთაკილობ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი