ვარდის სტატუსი


მივთოხარიკობ სალ ტინებზე კვიცი-ილურჯებს,
იის სამხატვრო ფერდობებზე გრძნობებს მილურჯებს.
ბევრს არ მოვითხოვ შენს ეზოში მინდა მატიტო,
ან როგორც გინდა ,სამარეში არ მსურს ჩამტიტო.

ვარდებს არ უნდათ საუბარი ვიცი მორალზე,
ვარდებზე მეტი დაწერილა ვიდრე ფლორაზე.
ყველა პოეტმა სისპეტაკე ნახა სუმბულით,
დაე მეც ვიყო მოგალობე შენი ბულბული.

ზარს რეკს შროშანა,შეაფხიზლა ვარდის გუშაგი,
ქართველობა და მარტვილობა სჭირდა შუშანიკს.
ქარის ტაროსმა ყვავილებთან მტვერი დაგავა,
თავს კი შევადრი სიყვარულში მხოლოდ აგავას.

ზოგი ყვავილი იმოსება ეკლით,კაკტუსით.
შენ კი იარე მონიჭებულ ვარდის სტატუსით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი