ლურჯი ბილეთი


მივიწყებს მდინარე ბი ლეთის,
ჭაკი ვერ იშორებს ამ ურებს.
მფლობელი მე ლურჯი ბილეთის,
პირიქით ვაგიჟებ ამურებს.
თეთრ რაშზე ამხედრდნენ ჭინკები.
მთვარეზე ცეკვავენ ელფები,
მკვანძავენ კიპუთი ინკები,
მძირავენ შვეული შელფები.
არ მიხსნის იშთარი კარიბჭეს,
ბერლინმა გამაცნო ჰეგელი.
სიცრუის ხელები მკარი ბჭეს,
ცამ შობა ახალი კეგელი.
ეზოდან ყმუილი ბათურას,
კალამზე დავამყენ კალამი.
ფარვანა დააკვდა ნათურას,
ავწიე შავ-თეთრი ალამი.
ბარათმა წაიღო წერილი,
მესიჯიც არ მომდის არვისგან.
წვერს იჭრის თმათეთრი წვერილი,
ვაცები გაუშვეს არვესგან.
მირაჟით დავლანდე უდაბნო,
ლაიტურს უსევენ ანუბისს.
პოეტებს ,დღეს ყოფენ უბნადო,
ხან კარის, ხან ჯიბის,ხან უბის.
თვალს მადგამს ზემოდან ცისეთი,
დავწერე მე ლექსი ისეთი.
ნაკიანწლიანი ყისმეთით,
ხელს მთხოვენ სამყაროს მისეთი.
მიჭირავს კალამი კვერთხივით,
დავწერე ცის თაღზე უფალი.
გაგვტეხენ აღდგომის კვერცხივით,
მძევლალ თუ ჩაგვიგდებს თუ ფალი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი