მართა
დედოფალი ორჯერ იმპერატორ ქმართა, ბიზანტია ქალმა ასე მარტო მართა. დამესიზმრე მართლა ლუციდურად მართა, გულის მუზა თვალმა გამიმისამართა. დღის სინათლე ვნახე, სიზმრად ღამით მართ(ლ)ა, ასპიროზის ძეგლი ცაზე აღიმართა. სატირალთან მიხმობ, ცოტა საღიმართან, ვიღანააა ახლა გულით საღი მართა?! ქედს გიხრრიდნენ ადრე დასი მეომართა, დინასტიას ვებრძვი რუმის მე-ო-მართა. სტრიქონებზე მართა უკვდავ რითმებს მართავ, ისტორიას მართავ,მართა, მართა, მართა... ცრემლის ტბაში ჩანდა სახე ნაწვიმართა, მიპასუხო უნდა, სად ხარ, აწ ვის მართავ? საფლავი ხარ წმინდა დაკარგულ სამართა, ისტორიის თვალმა მიგულმისამართა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი