ნაკიანი წლის ტრადიცია
რადგან ჩემს ლექსებს დამოყვრებიხარ, ვხდები პოეტის ხელი გწადია. ხელი მთხოვე და გამოგყვები ქმრად, თუ ნაკიანი წელიწადია. რაც შენ გამოჩნდი დედამიწაზე, გაჩნდა მის მერე მზის ლანდი ცაში. ვხედავ ოცნებას ზედა მინაზე და გემს მოვყავარ ის-ლან-დი-აში. ზღვაში ანგელოზს ეშმაკი შტურმავს, მაგრამ სულის გზას რომი გაიყვანს. თვალებს უყვარხარ ჭეშმარიტ შტურმანს და გულს უტყუარ გრძნობის კაპიტანს. დაჭკნა ომებით ვარდი იორკის, შენ დაიჭირე გრეის მზერები. მე შემიყვარდა დარდი ბიორკის, გულს ამოხეთქვა გეიზერების. მე დავიბადე შოთლანდიაში და პოეზია შექსპირ აქ არი. კილტი მაჩუქეს შოტლანდიაში, გზები მოვშაქროთ, შენს პირს შაქარი. ვხდები პოეტის ხელი გწადია, რადგან ჩემს ლექსებს დამოყვრებიხარ. თუ ნაკიანი წელიწადია, ხელი მთხოვე და გამოგყვები ქმრად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი