ომონიმების რითმა


მოგწონს ქათქათა მაჯა მურია?
ჯაჭვის პერანგი მაჯამურია.
გიშრისთვალება მაჯამურითა,
რომ ვწერო ვიცხე მაჯა მურითა.
ვარდი,ბულბული ,აკაკისია,
არ დაეჩრდილოს აკაკის ია.
ვიცავ სტრიქონებს გალავანიდან,
დაფნარის ციხეს გალა ვანიდან.
სიძულვილია ამორალური
და სიყვარული ამორ ალური.
მტერი ყოფილა ფილი პინების,
მე,ვარ მოყვარე ფილიპინების.
ჭიგო არ ვნახო ფარნა ვაზისა,
ენა არ მოვკლათ ფარნავაზისა.
თვალით დავკრიფე აი ეტების-
კვალში ცრემლი დგას აიეტების.
ეს მედიცინის არქი-მედეა,
ღრუბელი წვიმის არქიმედეა.
შავ რაშის საქმე აჭა რაშია?
მთვარე პირს აღებს აჭარაშია.
ნეტავ მტკვარს კინტომ არგო ნავტიკით?
ვინტერესდები არგონავტიკით.
თავს მაწონებდა ამად ე უსო,
რექვიემს მიქმნი ამადეუსო.
ამ ლექსს ამოჭარ დიდო  სტატია,
პატარა შენზე დიდოსტატია.
არ მომწონს ,მე მტკვრის პერი ფერია,
თუ ლაითური პერიფერია.
უნდა მოერწყო რუს თაველები,
ლექსით დაპურდნენ რუსთაველები.
მის-იას ვერ წყვეტს ომონი მისვე.
რითმის ბედს მივეც ომონიმი სვე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი