კოსოვო
მშვიდობას უმყარებთ კოსოვოს, აყვარებთ ერთმანეთს ბალკანებს. ღმერთმა ქნას მშვიდობა მოქსოვოთ, ქათამი გარედან კაკანებს. მშვიდობის მტრედს პირი დაბანეს, არწივი ომების გერბია. დუნაი ხმას ვეღარ აბანებს, ხიდები ზედ ,რომ არ გერბიათ. სხვა რჯულო,სხვა ენავ,სხვა ერო, ალბანეთს ეხუტე სერბია. არაფრად არ თვლიან გაეროს, ნატოში ესკორტით შერბიან. სიკვდილი სიცოცხლეს მერჩია, ყვავი,რომ გგონიათ მწტერჩიტა. შავ ზღვაში რუსული სმერჩია, ქარს მიაქვს სოხუმი ქერჩიდან. ჩვენ ერთად ვიცეკვოთ ხორუმი, ქართველო-აფხაზო-ოსოვო- თბილისი-ცხინვალი-სოხუმი. მოსკოვს სურს სამივე კოსოვოდ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი