ჩურჩხელა
ბებოს ღიმილი საჩურჩხლე დარი, ზის ზედადგარზე თათარაობა. მხნედ გაიძახის აჩუს მხედარი, უვსებს ჩურჩხელა მათ-არაობას. მოჩანს წარსული ყველა შუშიდან, გაგოლიათდა ჩ(ჟ)ამი ჩიანი. დუღს მომავალი ფელამუშიდან, ჩანს დედის ხელი ჩამიჩიანი. სოფელში ზამთრის თადარიგია, ნიგოზს ჰკიდებენ ბამბის ძაფებზე. ვინ სთქვა რომ ბარზე ,მთა ღარიბია, ვძღები ჯანჯუხით ამბის რაფებზე. გული დარდებით ჯაგანასხმული, სამჯერ არ ვლებით გოგომ მიჭრელა. ჩემი კუნტელა ნაგანდაკრული, დრომ არ მაღირსა გორგომიჭელაც. კოცნა ლამაზზე არსი კისერში, ავაჩამიჩე ენით ჩუს ჩხერა. ყველამ გაიგეთ მარსის სნიკერსის, წინაპარია ჩვენი ჩურჩხელა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი