Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_vckbem6k6plh47dlfr8sk4gsc0, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
თეთრი ხელჯოხი - პაატა სურმანიძე (პოეტ პოეტიშვილი) | პოეზია

თეთრი ხელჯოხი


ჰომეროსის თავს განმიახლებდით...
გზას დაგანახებთ სული ათონის.
თეთრი ხელჯოხით,ძაღლის თანხლებით,
ქუჩებს კვეთავენ უსინათლონი.
თქვენი სიბრმავე ,მე დავინახე,
თვალებღია და თვალდახუჭული.
თქვენი თვალებით ედემი ვნახე,
ჯოჯოხეთის მზე- თმაგახუჭული.
ახლა დავდივარ თვალახვეული,
ვიგრძენი თქვენი უსინათლობა.
ვერ მივუგენი კარს სახელური,
ვნახე თვალების უნიათობა.
გაუბრალოვდა თვალთა ბრიალი,
დაიწყო ცრემრლთა გამოდინება.
შემეხეთ ხელით, ხალთა ბრაილი,
გამცნობთ,რომ ერთ თვალს გადმოგინერგავთ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი