ფლორენცია
მე ვენეცია,შენ ფლორენცია, შენს გამო შტატმაც რომ იფლორიდა. მართავ ყვავილთა კონფერენციას, რომ გითვალთვალებს რომი შორიდან. თეთრი მთებიდან შორს ვიქ(ხ)ედები, ლაჟვარდებს ვეტრფი სპეტაკ ფერიდან. მთვარიდან მომაქვს ორქ(ხ)იდეები, რადგან მედიჩობ ეკატერინა. შენ თავს იფიცებს ჯვარი უფიცი, ვარ სიყვარულის მფლობელციერი. შენი ნატურა ჯავრი უფიცის, მწვავ ვენეციელს- ფლორენციელი. მიმიყვანს ტრფობის არსამდი არნო, კილვატერში სდევს ეს კატერი ნავს. მე ტიტანიკი არსამდინარნო, შენ აისბერგი ეკატერინა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი